აირჩიეთ ავტოცენტრი:

აირჩიეთ ენა:        
 
სერვის ცენტრი
 

შ.პ.ს. "მათემოტორსი" გთავაზობთ ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების სრულ სპექტრს. რეგულარული კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის საიმედოობას და უსაფრთხოებას.


რეგულაური ტექნიკური დათვალიერება

რეგულარული ტექნიკური დათვალიერება იძლევა თქვენი ავტომანქანის გამართული მუშაობის გარანტიას. დათვალიერებაში შედის: სავალი ნაწილების, ელექტრო სისტემების, ძრავის, საპოხი საშუალებების დონის შემოწმება


ძრავის და ელექტრო სისტემის დიაგნოსტიკა
შ.პ.ს. „მათემოტორსი“ გთავაზობთ თანამედროვე სადიაგნოსტიკო კომპიუტერით გააკეთოთ თქვენი ავტომანქანის ელექტრო სისტემის დიაგნოსტიკა რათა დროულად იქნას ნაპოვნი ელექტრო სისტემის ყოველი ხარვეზი და გაუმართავობა.


ელექტრო-სისტემის შეკეთება
ელექტრო სისტემებში დაზიანებების აღმოფხვრა, ელექტროგაყვანილობის შეკეთება.


ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი

ელექტრო მოწყობილობების, ქსენონის აპარატურის, პარკირების სენსორების, გატაცების საწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი


ძრავის შეკეთება
გთავაზობთ დიზელის და ბენზინის ძრავების შეკეთებას ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით, გარანტიით


განშლადობა
კომპიუტერული განშლადობის აპარატურას მინიმუმამდე დაყავს „სხაჟდენია“–ს და „რაზვალი“–ს ცდომილებები


დიზელის ძრავის აპარატურის შეკეთება
დიზელის ძრავის ტურბინის, საწვავის ტუმბოს და დიზელის სისტემის აპარატურის გაწმენდა და შეკეთება


ევაკუატორის მომსახურება
შ.პ.ს. „მათემოტორსი“ გთავაზობთ ევაკუატორით მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ ადგილას.


მინების დაბურვა
გთავაზობთ ნებისმიერი ავტომანქანების მინების დაბურვას ამერიკული ფირით თქვენთვის სასურველი ტონალობით


აქსესუარები
თქვენ გეძლევათ საშუალება აღჭურვოთ თქვენი ავტომანქანა ყველა სასურველი აქსესუარით.


ავტომანქანების რეცხვა
გერმანული ფირმის კერხერის უახლესი მოდელით გთავაზობთ უკონტაკტო რეცხვას და ავტომანქანის სალონის სრულ ქიმწმენდას, ლაქების ამოყვანას


გადაცემათა კოლოფის შეკეთება
შპს "მათემოტორსი"-ის სპეციალისტები, მზად არიან შეაკეთონ ნებისმიერი სახის გადაცემათა კოლოფის გაუმართაობა.  ცენტრში არის ყველა აუცილებელი პირობა როგორც მექანიკური ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფის  და საჭის მექანიზმის შესაკეთებელი სამუშაოების ჩასატარებლად.


გარანტიის პირობები და საგარანტიო მოვალეობები
გარანტიის მოქმედების ვადა ყველა ავტომობილზე შეადგენს 3 წელს ან 100,000 კმ გარბენს, რომელიც უფრო ადრე შესრულდება. გარანტიის პერიოდში ავტომაქნანის მფლობელი ვალდებულია მიმდინარე საგარანტიო მომსახურებები გაიაროს შ.პ.ს. „მათემოტორსი“–ს სერვის ცენტრებში

საგარანტიო შეკეთება
საგარანტიო შეკეთება ნიშნავს ისეთი ტიპის შეკეთებას, რომელიც ჩატარდება საგარანტიო პერიოდში (თუ დაცული იქნება საგარანტიო პირობები და მოვალეობები) და ემსახურება იმ გაუმართაობის და დეფექტის აღმოფხვრას, რომელიც შეიძლება ამ პერიოდში აღმოაჩნდეს ავტომანქანას.


bottom_ad
Developed by 404