აირჩიეთ ავტოცენტრი:

აირჩიეთ ენა:        
 
კომპანიის შესახებ
 

“მათემოტორსი” – სუპერავტომობილზე ახდენილი ოცნება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “მათემოტორსში” – სუპერთანამედროვე, მულტიბრენდულ და ყველაზე მასშტაბურ ავტოცენტრში მთელ კავკასიაში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი ოცნების ავტომანქანის შეძენა.

სასიამოვნო გარემო, ფართო არჩევანი, სრულყოფილი სერვისი, პროფესიონალი და კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალი დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. შოურუმი 1500 კვ.მ-ზეა განთავსებული და მსოფლიოში ცნობილი ბრენდებია წარმოდგენილი.
ჰაი კლასის შოურუმის გარდა, ცენტრს გააჩნია სერვისცენტრი, სადაც ნებისმიერი მარკის ავტომანქანას აღადგენენ, მათ შორის 70% დაზიანების შემთხვევაში. ეს ყველაფერი განაპირობებს “მათემოტორსის” წარმატებას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების გაზრდილ სპექტრს: უმოკლეს დროში სასურველი ავტომობილის შერჩევას და შეძენას, სერვისცენტრში მაღალკვალიფიციური ტექმომსახურების სპეციალისტებით მომსახურებას, ადგილზევე ავტომანქანის გაფორმებას, სასურველი ნომრის გაცემას, საბანკო მომსახურებას, დაზღვევას და ასევე ავტომობილის შეძენას შიდა განვადებით. 

“მათემოტორს”–ს თავისი სტანდარტებით ანალოგი არ ყავს მთელ კავკასიაში. იგი მისი დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის - გელა ბარკალაიას 5-6 წლიანი თავდადებული შრომის შედეგია. მისი ცხოვრება ხომ მთლიანად ავტომობილებს უკავშირდება, ცენტრსაც თავისი მეხუთე ვაჟის სახელი უწოდა, რომელიც მისი ახდენილი ოცნებაა ოთხი ქალიშვილის შემდეგ. “მათემოტორსი” კომპანიაა, რომელმაც უკვე თქვა ახალი სიტყვა საქართველოსა და ამიერკავკასიაში ავტოიმპორტის ბიზნესში, ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი და მომხმარებლისათვის საიმედო მომსახურების სფეროში.
გვეწვიეთ და ამაში თავადვე დარწმუნდებით!

 


bottom_ad
Developed by 404